Never Say Never
Wednesday, December 14, 2011
Friday, September 09, 2011
გადავედი
გადავედი WORDPRESS-ზე.
http://geddit.wordpress.com
უბრალოდ, თუნდაც რაიმეს შეცვლა მომინდა.
ისე, სახელსაც შევიცვლიდი, გვარსაც, საცხოვრებელ ადგილსაც, ტელეფონსაც, კანისა და თმის ფერსაც, ჩვევებსაც, სოციალურ მდგომარეობასაც, სამსახურსაც, ღირებულებებსაც, ც...ც...ც
და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამის შეცვლა შეიძლება.
მაგრამ ჯერჯერობით მეზარება.
სხვა დროს იყოს.
http://geddit.wordpress.com
უბრალოდ, თუნდაც რაიმეს შეცვლა მომინდა.
ისე, სახელსაც შევიცვლიდი, გვარსაც, საცხოვრებელ ადგილსაც, ტელეფონსაც, კანისა და თმის ფერსაც, ჩვევებსაც, სოციალურ მდგომარეობასაც, სამსახურსაც, ღირებულებებსაც, ც...ც...ც
და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამის შეცვლა შეიძლება.
მაგრამ ჯერჯერობით მეზარება.
სხვა დროს იყოს.
Tuesday, February 15, 2011
პეპელა თუ იმპერატორი
Ярлыки:
იმპერატორი,
პაციენტი,
პეპელა,
ფსიქიატრი,
ცხოვრება
| Действия: |
Saturday, January 22, 2011
Saturday, January 08, 2011
ფრაგმენტები მარტინ ლინდსტრომის წიგნიდან "ბრენდის გრძნობა. გრძნობათა ხუთი ორგანოს როლი ცნობილი ბრენდების შექმნაში"

როგორ შევქმნათ ბრენდი, რომელიც ადამიანის გრძნობათა ყველა ორგანოზე ზემოქმედებას იქონიებს? მარტინ ლინდსტრომი მარკეტოლოგებს ჩვეული, ორგანზომილებიანი მარკეტინგის მიჯნების გაცდენასა და ხუთგანზომილებიან სივრცეში შეჭრას სთავაზობს, სადაც ვიზუალური და ხმოვანი სიგნალები გემოს, სუნისა და ტაქტილური ზემოქმედების საშუალებებთან ერთად გამოიყენება. ავტორის აზრით, ინფორმაცია პროდუქტზე, რომელსაც მომხმარებელი სენსორული აღქმის სხვადასხვა არხიდან იღებს, მის მეხსიერებაში ხანგრძლივად რჩება და პროდუქტის შეძენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენება.
ვიზუალურ და ხმოვან ზემოქმედებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ბრენდის ტაქტილური, სუნისა და გემოს ხატება?
Ярлыки:
ბრენდი,
ლინდსტრომი,
მარკეტინგი
| Действия: |
Wednesday, January 05, 2011
მომბეზრდა!

ეს ნელ–ნელა არ აღმომიჩენია. გვიან ვთქვი. ესაა და ეს.
გუშინ მეგობარი მესტუმრა, Showman - ფორუმელები იცნობენ. სხვებიც ალბათ. ნახევარი წელია არ მინახავს. სახლში ფეხის შედგმა ვერ მოვასწარი, მითხრა:
– იცი, შეცვლილი ხარ.
– შემატყვე?
– ჰო, დაღლილი მეჩვენები.
– კი, ძალიან დავიღალე. ოღონდ იდეები ისევ მაწუხებს.
მერე დიდხანს ვლაპარაკობდით. ათას რამეზე. რომ მიდიოდა, მივხვდი, როგორ მომნატრებია.
სამაგიეროდ, საკუთარი თავი არ მენატრება ისეთი, როგორც ვიყავი.
Wednesday, August 18, 2010
შავ-თეთრი ზონა

- გამარჯობა!
- როგორ ხარ?
- არა მიშავს...
"კარგად," "შესანიშნავად," "ცუდად" და ასე შემდეგ ახლა საინტერესო არ არის.
იმიტომ, რომ "არა მი-შავ-ს" ნიშნავს: "ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში არ ვხედავ".
ესე იგი, ის ფერადია.
არადა, გ(მ)ინდოდა გეთქვა, "ისე რა"...
მაგრამ (ვ)თქვი: "არა მი-შავ-ს".
ერთი წვერებიანი ანეგდოტი გამახსენდა:
Saturday, May 15, 2010
წერილი ჩემს ქალიშვილს

შენ ჩემი შვილი ხარ, მაგრამ თუ გეტყვი, რომ ხუთი თითივით გიცნობ, ეს, სულ მცირე, ილუზია იქნება.
იმიტომ, რომ ადამიანი არ არის ის, რასაც გარშემომყოფები მასზე ფიქრობენ; არც ისაა, რასაც ის საქმიანობს; არც ის, რასაც ფიქრობს საკუთარ თავზე. ადამიანი არაა მისი გამოცდილება, ცოდნა, ინტელექტი, მსოფლმხედველობა, კრედო ან ცხოვრების წესი. ადამიანი გაცილებით რთული ფენომენია. და ჩვენ რომ ვიცოდეთ, რა არის ადამიანი, მაშინ ურთიერთობებში პრობლემები აღარ გვექნებოდა - არავისთან!
Sunday, March 21, 2010
გადავედი ge-ზე!
მეგობარო ბლოგერებო, არაბლოგერო მეგობრებო და სრულიად მკითხველებო!
დიდი ხალისით გატყობინებთ, რომ გადავედი ახალ მისამართზე
http://story.ge
ჰოდა, თქვენც გეპატიჟებით. ნუ დამძრახავთ თავდაპირველი არეულ-დარეულობისა გამო და გთხოვთ, ახალი მისამართით ჩამამატოთ თქვენს ბლოგროლში.
story.ge კი ახალ ბესტსელერს გთავაზობთ. ესაა სთივ ჰარვის ('სთივ ჰარვის დილის შოუს” წამყვანის) უპოპულარულესი წიგნის _ Act like a lady, think like a man ჩემეული თარგმანი.
ისიამოვნეთ!
Subscribe to:
Posts (Atom)

