
- გამარჯობა!
- როგორ ხარ?
- არა მიშავს...
"კარგად," "შესანიშნავად," "ცუდად" და ასე შემდეგ ახლა საინტერესო არ არის.
იმიტომ, რომ "არა მი-შავ-ს" ნიშნავს: "ცხოვრებას შავ-თეთრ ფერებში არ ვხედავ".
ესე იგი, ის ფერადია.
არადა, გ(მ)ინდოდა გეთქვა, "ისე რა"...
მაგრამ (ვ)თქვი: "არა მი-შავ-ს".
ერთი წვერებიანი ანეგდოტი გამახსენდა:
ფსიქოთერაპევტთან მიდის კაცი და უყვება: სამსახური დავკარგე, იშემია მაქვს, ცოლი გამექცა, ქალიშვილი გამიმსუბუქყოფაქცევდა, ვაჟი გამინარკომანდა, მშია, მწყურია, თავის მოკვლა მინდა!
ფსიქოთერაპევტთან მიდის კაცი და უყვება: სამსახური დავკარგე, იშემია მაქვს, ცოლი გამექცა, ქალიშვილი გამიმსუბუქყოფაქცევდა, ვაჟი გამინარკომანდა, მშია, მწყურია, თავის მოკვლა მინდა!
ექიმი: არა უ-შავ-ს. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და საერთოდაც, ეს შავ-თეთრი ზოლების მონაცვლეობაა. უბრალოდ ახლა შენს ცხოვრებაში შავი ზოლია...
ერთი თვის შემდეგ ბრუნდება პაციენტი ექიმთან და თავს ახსენებს: მე ის ვარ, სამსახური რომ დაკარგა, ცოლი რომ გაექცა, იშემია რომ აქვს, ქალიშვილი რომ გაუ...და.
ექიმი: კი, მახსოვს, ახლა როგორ ხართ?
პაციენტი: როგორ და აღმოვაჩინე, რომ მაშინ ცხოვრებაში თეთრი ზოლი მქონდა!
ისე, ამ ანეგდოტზე ახლა არ მეცინება და არც ის მახსოვს, ადრე მეცინრებოდა თუ არა.
გამახსენდა იმიტომ, რომ შავ-თეთრ ზონაზე ვფიქრობდი.
და კიდევ იმაზე, რომ:
რამდენიმე დღის წინ მონიტორი დამეწვა;
მამაჩემთან ვიჩხუბე;
ბინა მაქვს გამოსაცვლელი;
ხელფასი არ ამიღია;
ნოუთ-ბუქი დავკარგე;
ხალისიც;
საქართველოში ცხოვრება არ მინდა;
შვებულება დამეწყო, მაგრამ ზღვაზე ვერ მივდივარ;
მეგობრებს ვერ ვურეკავ, რადგან მეჯავრება შეკითხვა: "სად დაიკარგე?"
დესტრუქციული ვარ.
და მესმის, რომ ეს არ არის ყველაზე დიდი უბედურება, რაც შეიძლება ცხოვრებაში შეგემთხვას;
და რომ ყველა პრობლემა ამქვეყნად ჩემი სუსტი მხრებისთვის არ არის გათვალისწინებული;
"ამქვეყნად" ერთად იწერება (ეს იმისთვის, რომ ვინმემ შენიშვნა არ მომცეს. "იმ ქვეყნად" - ცალ-ცალკე);
და რომ ცხოვრება მშვენიერია, აღიარებ ამას თუ არა;
და რომ ყველა ისე იქცევა, როგორც მართებულად მიაჩნია (იმ მომენტისთვის მაინც);
და რომ ხვალ შეიძლება სულაც არ გათენდეს;
ან არაჩვეულებრივი დღე გათენდეს;
თუმცა, ახლა ეს ჩემთვის შვება არ არის.
იმიტომ, რომ შავ-თეთრი ზონების (ზოლების) გადამკიდეს, სულ ზებრები მელანდება!
მთელს ამ ორომტრიალში ყველაზე კარგი ისაა, რომ ზუსტად ვიცი, რა მინდა.
ყველაზე ცუდი კი ის, რომ არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო.
მოკლედ, არა მიშავს, რა...
5 коммент.:
,,ქალიშვილი გამიმსუბუქყოფაქცევდა” - ვიხალისე.
კარგად წერ:)
"მეწერინება"... :)
momenatra sheni komentebi da postebic:)es exla cavikitxe da rogori sachemoa,xom mixvdi:)
მშვენიერი პოსტი იყო, მომეწონა.
ისე, შავსა და თეთრ ზოლზე პირველად გავიგე. :D
Post a Comment