Wednesday, January 05, 2011

მომბეზრდა!


ეს ნელ–ნელა არ აღმომიჩენია. გვიან ვთქვი. ესაა და ეს.
გუშინ მეგობარი მესტუმრა, Showman - ფორუმელები იცნობენ. სხვებიც ალბათ. ნახევარი წელია არ მინახავს. სახლში ფეხის შედგმა ვერ მოვასწარი, მითხრა:
– იცი, შეცვლილი ხარ.
– შემატყვე?
– ჰო, დაღლილი მეჩვენები.
– კი, ძალიან დავიღალე. ოღონდ იდეები ისევ მაწუხებს.
მერე დიდხანს ვლაპარაკობდით. ათას რამეზე. რომ მიდიოდა, მივხვდი, როგორ მომნატრებია.
სამაგიეროდ, საკუთარი თავი არ მენატრება ისეთი, როგორც ვიყავი.


ღირებულებების სისტემა დამენგრა.
ან თვითონ დავანგრიე.
ვბრაზობ და ამას გამოვხატავ.
უწინ მომთმენი ვიყავი.
ახლა მომბეზრდა.
უწინ შემეძლო საათობით მესმინა სხვისი სისულეებისთვის და ამაში დადებითი ინტენცია მეძებნა.
აღმომეჩინა კიდეც.
ახლა... დავაი, რა!
ვალდებული არა ვარ.
საერთოდაც, არაფრის ვალდებული არა ვარ. თუ რამეს ვაკეთებ, ესე იგი, ჩემი კეთილი ნებაა.
თუ ეს ვინმეს არ მოსწონს, სავარაუდოდ, მისი პრობლემაა.
გავუხეშდი.
დილის 9 საათიდან ღამის 11–მდე სამსახურში ვარ. ეს წუწუნი არაა. მე მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ და ეს სიამოვნებას მანიჭებს.
მერე საათობით ფილმებს ვუყურებ ან ვიდეოლექციებს.
და ძალიან ვღიზიანდები, როცა ხელს მიშლიან.
და ამას ვამბობ. ხმამაღლა.
და კიდევ, ძალიან არ მომწონს, რომ დღე–ღამე 24 საათისგან შედგება. კარგი იქნებოდა, 36 საათს მაინც გაგრძელებულიყო. იმიტომ, რომ ძილში დახარჯული დრო მენანება.
არ დამიწყოთ ახლა, ძილი ჯანმრთელობაა და ასე შემდეგ.
მასე სიგარეტიც მავნებელია, მაგრამ ვეწევი. ბევრს.
ახლაც ვეწევი და ისევ სამსახურში ვარ. ბლოგებს ვკითხულობდი. ამის კეთება მიყვარს.
კიდევ, თარგმნა მიყვარს. ყოველდღე ცოტცოტაობით ვთარგმნი ხოლმე სპეციალურ ლიტერატურას და ესეც სიამოვნებას მანიჭებს.
ახლა მარტინ ლინდსტრომს ვთარგმნი. მერე შეიძლება დავდო ბლოგზე.
კიდევ შემეძლო გაემგრძელებინა, მაგრამ Criminal minds-ის ნახვა მინდა.
ამიტომ წავედი!
თქვენი დაღლილი და გაღიზიანებული Nicole.
ჰო, რაც მთავარია: გმადლობ, Showman!

3 коммент.:

Toma said...

ძილი მართლა მნიშვნელოვანია.
ადვილად გაღიზანებადობა, აგრესია ა.შ. ხშირად ცუდი ძილის პირველი ნიშნებია ჯანმრთელ ადამიანში. მერე მეხსიერებაზე და კონცენტრაციის უნარზეც აისახება ეს უძილობა.

გადასაწყვეტი შენია.
სიგარეტი მავნებელია კი, მაგრამ კოგნიტურ ფუნქციებზე არ მოქმედებს (ვერ იპოვებს ჯერ ჯერობით კავშირი) უძილობა კი პირდაპირ აისახება კოგნიტურ ფუნქციებზე!

Nicole said...

განა არ ვიცი, რომ მართალი ხარ. ისიც ვიცი, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შევცვალო. წუწუნიც არ მინდა, თუმცა არსებობს რიგი მიზეზებისა, რომელთა გამოც დაძინება არ მინდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უძილობა მაწუხებს. ბალიშზე თავს დავდებ თუ არა, მაშინვე ვითიშები.
გმადლობ, Toma, ყურადღებისათვის. ძალიან მეთბილები, საერთოდაც. ბლოგიც ასეთი გაქვს - ძალიან თბილი და სათნო. მიყვარს შენი პოსტების კითხვა.

Roisin said...

მომენატრე სჰენი პოსტებით..ძალიან მეჩქარება ეხლა და მერე ავბრუნდები და ,,წაგიკითხავ;; გულდასმით;)

დეპრესნიაჩკა:*