აღარ მახსოვს, სად წავიკითხე: ჩინეთის იმპერატორს პეპელა ესიზმრა და გაიფიქრა: ნეტავ, მართლაც ჩინეთის იმპერატორი ვარ, რომელსაც პეპელა ესიზმრება, თუ პეპელა ვარ, რომელსაც ესიზმრება, რომ ჩინეთის იმპერატორია?
დაახლოებით ასე ვარ ახლა.
მინდა გითხრა, რომ მშვენიერი შეგრძნებაა. თან ხარ, თან არა ხარ...
თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ეს შეგრძნება ძირითადად სამსახურში მეუფლება, ანუ მაშინ, როცა თავი კი არა, ტელევიზორი მაქვს და გვერდით ოთახიდან 5-7 წუთში ერთხელ საკუთარი სახელი მესმის (საშველად მიხმობენ!), მე კი ამ დროს ვიღაცის ნაჯღაბნ სისულელეს ვკითხულობ და თან ფოტოს ვამუშავებ (დიახაც, ერთდროულად!), ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორი ღიმილი მეფინება სახეზე!
იმიტომ კი არა, რომ ზემოჩამოთვლილ მოქმედებებს ვასრულებ, არამედ იმის გამო, რომ ეს მშვენიერი შეგრძნება მეწვია.
ვარ კიდევაც და არც ვარ...
და ამ დროს მახსენდება ერთი ინტერვიუ საკმაოდ ცნობილ ფსიქიატრთან, რომელმაც ბრძანა, რომ მათ კლინიკაში 3 შევარდნაძე, 7 ნაპოლეონი და თუ არ ვცდები, ერთიც - მარკუს ავრელიუსია.
კიდევ მახსენდება, მეშვიდე განყოფილებაში (ისევ კლინიკას ვგულისხმობ!), სადაც რთული პაციენტები წვანან, უფრო სწორად, სხედან ან დადიან, როგორ გამომელაპარაკა ერთი ახალგაზრდა კაცი 5 ენაზე! და რაკიღა პასუხი ვერ მიიღო (განყოფილების გამგემ პაციენტებთან კონტაქტი აგვიკრძალა!), გულმოსულმა ჩაიბურდღუნა, - მთელ საავადმყოფოში ერთი ნორმალური კაცი ვერ ვნახეო!
კიდევ მახსენდება, როგორ შევჩივლე ერთ მეგობარს, მგონი, ვგიჟდები-მეთქი და მიპასუხა:
- დარდი ნუ გაქვს, მართლა რომ ასე იყოს, ჩაბჟირდებოდი, ნორმალური ვარო!
ჰო, ხან ვარ და ხანაც არ ვარ.
მოსახერხებელია.
ეგაა, ახლობელ-მეგობრებს სწყინთ.
სამაგიეროდ, სამსახურში ჩინეთის იმპერატორი ვარ!
ეგებ ცხოვრება, საერთოდაც, პეპელას სიზმარია?

2 коммент.:
საოცრად ნაცნობი შეგრძნებაა, თუმცა თავი არც იმპერატორად მიგრძვნია და არც რომელიმე პოლიტიკურ მოღვაწედ, ხშირად ბოლოს წაკითხულ ან ნანახ პერსონაჟებს ვემსგავსები ხოლმე, ამიტომ ძირითადად გაუგებარია ვინ ვარ. მეც გამჩენია კითხვა ხომ არ ვგიჟდები მეთქი, თუმცა ხმამაღლა არასოდეს გამიჟღერებია, ალბათ იგივე პასუხს მივიღებდი ან მხოლოდ მსუბუქ ღიმილს. პოსტი ძალიან მომეწონა
გმადლობ, Finiki!
Post a Comment